ნაზამთრალ ბუდეს


გლოვად მიქციე ცის თაღი, ვერცხლის,
წმინდა ღამეო, კაეშნით სავსევ…
აღარ მინთია თვალებში ცეცხლი,
რადგან მის თვალთა ბრწყინვას ვერ ვამჩნევ

და გაიბზარა იმედის ხიდი,
არც - ძველი გული,
არც - ძველი ფეთქვა,
ჩაბარდა წარსულს ყველა სამხილი
რითაც მინდოდა, სათქმელი მეთქვა.

ახლა კი მთვარეს არ ვიცით, რა სურს,  
აღარც ერთმანეთს  აღარ ვჭირდებით 
და დავივიწყებთ ჩვენს განვლილ წარსულს, 
როგორც ნაზამთრალ ბუდეს  ჩიტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი