*** (ჟამმა ულმობლად ჩახია...)
ჟამმა ულმობლად ჩახია სიმწრით ნაქსოვი ბექთარი. არც ტრფობის თავბრუ მახვია, არც მწყურვალს მასვა ნექტარი. არ შევდრკი, გავუჯიუტდი, სულ აღმა-აღმა ვიცურე… ასჯერ მოკლული იმედი ერთხელ არ გადავიწურე… ვერც სიცოცხლისა ვიწამე, არც სიკვდილისა ვირწმუნე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი