***(ვზი...)


ვზი…
ამ ცხოვრებას ვუმზერ ინახად,
ჟამი თავისას არცა რას მახვევს…
თუმც ყვავილობა სხვათა მინახავს,
საკუთრივ მხოლოდ ტკივილი ვნახე.

ვზი…
ფერდაკარგულ სამყაროს ვუცქერ,
ფუჭ მოლოდინში მზეც რო გახუნდა.
ვერ მიპატრონა სამყარომ უცებ,
არც სიხარული მარგუნა ხურდად.

ვზი…
თვითონ ბრუნავს ბედის ბორბალი
და ცივი მზერით ტბაში ვყრი კენჭებს…
ღვთის დაპნეული მე ვარ ხორბალი,
ვერ ვითავთუხე, დარდებმა მკენკეს…

ვზი…
ძლივსღა მიჩანს მკრთალი ვენები,
სული_ დაღლილი, სისხლი_ მძინარე
და ჭრილობიდან მდის ოცნებები,
ვით მთიდან ჟონავს შლეგი მდინარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი