***(ახლა სულ რაღაც...)


ახლა სულს რაღაც
ძალუმ პატარა,
ძალუმ უბრალო 
ისე სწყურია…
სადმე სოფელში, 
ვიჯდე ბალახზე,
განზე დარბოდეს 
შავი მურია…
ხიდან ხეებზე 
ჩიტბატონები
გამაბრუებლად 
რომ ბაასობდნენ,
რომ დამანახა 
ჩამავალი მზე 
ცხრა მთებს იქითაც 
როგორ აზმორებს…
რომ წამოვიდეს 
ნამი და თქორი,
კი არ მაწვიმდეს, 
მეფერებოდეს…
მამლებს აკრთობდეს 
დედალი ქორი,
მეღიმებოდეს,
მემღერებოდეს…
…
ახლა სულს, მწუხარს,
სოფელში ყოფნა,
სიკვდილისაგან
უთუოდ იხსნის…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE