ღალატი


როგორ დავიღალე,ცოლმაც მიმატოვა,
გაღარიბებულს ცრემლები მომდის,
ტკვილი სხეულს ისევ მიწამლავს,
სიკვდილს ფერმკრთალი დავუწყებ ლოდინს.

მე მახსენდება შენი თვალები,
და მონატრება მიხუთავს სხეულს,
ის მზერა ისევ ლანდად დამყვება,
ფიქრით რომ მხიბლავს საოცრად ეულს.

მე ვერ ვპოულობ ვერსად გასაქანს,
მიჯაჭვული ვარ დაჭრილი გულში,
ისევ ვიგრძენი მწარე ნაღველი,
სიკვდილი მაბნევს შეიჭრა სულში.

მე,მიმატოვეს გაღიმებული,
ბედნიერი რომ შევსცქერდი ზეცას,
ახლა შენით ვარ დაღონებული,
და ჩემს ოცნებებს კვლავ ღმერთი ხედავს.

არ უწერია ახდენა ვიცი,
მე შენ დაგკარგე აღარ აქვს აზრი,
თუ ჩემი ლექსი რაღაცას შეცვლის,
მაშინ ამ სიტყვებს გაუსვი ხაზი.

მიყვარხარ ისე,როგორც არასდროს,
მე უშენობა გამითხრის საფლავს,
და რომ იკითხავ: რატომ ან რისთვის?
სულმოუთქმელად ჩავცლი საწამლავს.

აგედევნება ჩემი აჩრდილი,
კვლავ შეეცვლება სამყაროს ფერი,
ჩემგან დარჩება ის რაც არ იყო,
დიახ დარჩება ამ ქვეყნად მტვერი!

ავტ: გიო იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი