საოცარია
საოცარია როდესაც გინდა, ფიქრი ასწავლო შენს სათუთ გრძნობებს, ხელი ჩასჭიდო ან მოეფერო, წარსულში გავლილ ტკბილ მოგონებებს. საოცარია როდესაც გინდა, ფეხაკრეფილი გაიქცე სახლში, მხოლოდ ის ნახო და ჩაეხუტო, რაც გიტრიალებს სულ მუდამ თავში. საოცარია როდესაც გინდა, მას ჩასჩურჩულო ყურში სიტყვები: ,,რომშენს ცხოვრებას აზრი არა აქვს, რადგან ყველაზე მეტად მჭირდები" საოცარია როდესაც გინდა ღამით უთვლიდე ცაზე ვარსკვლავებს, და ზღვის ნაპირას მხოლოდ თქვენ ორნი, ჩუმად ტოვებდეთ თქვენ თქვენ ნაკვალებს. ,,საოცარია როდესაც გინდა" არ დაივიწყო შენ ეს სიტყვები, რადგან ვიცი რომ ადრე თუ გვიან მაინც ახდება ჩანაფიქრები. გ.იაკობაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი