სამგლოვიაროდ შეიკრა ზეცა


სამგლოვიაროდ შეიკრა ზეცა,
ტირილს დაიწყებს ახლა თავნება,
ქუხილს დაიწყებს ცის გაელვება
აქ დასრულდება ჩვენი წამება.

წამოვა წვიმა დაალპობს მიწას,
ცრემლით გაჟღინთავს მომკვდართა ქალაქს
და ამ ცრემლებით გაციებული,
კვლავ მივაკითხავთ ერთურთის საფლავს.

ახლა ჩვენც ვტირით ამ ცასთან ერთად,
ცრემლებს არ უჩანს აქ დასასრული,
გაფითრებული ხელს ვუსვამთ ქვებს და...
თითქოს, კოცნა გვაქვს გულს განზრახული.

მუხ ჩამოყრილი,გაფითრებული
სასოწარკვეთილს ნამსგავსი სახით,
მიწას დავხედავთ სისხლით გაჟღენთილს,
,,ამოვთხრი" ფიქრობ,ვერ უძლებ წადილს.

გინდა კვლავ ნახო მისი სხეული,
ჭერი ახადო იმ კუბოს ფიცარს,
გაღიმებული შიგნით რომ დაგხვდეს,
მხოლოდ ამისთვის დათმობდი იმ წამს.

სიცოცხლეს მისთვის არ დაიშურებ,
უკან წაიღებ შენს ყველა ნათქვამს,
თავსაც მოიკლავ თუ კი ისურვებს
და იქ მიუტან ამ გრძნობის საგზალს.

ავტ: გიო იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი