აღარ მინდა


აღარ მინდა მოსაწევი,
აღარც სპირტის ასორტი,
მომაწოდეთ ბამბანერკა,
სანამ სულ მთლად გავლოთდი.

მომაქციეთ ყურადღება,
ფილტვებს კვამლით ვიხეთქავ,
სანამ ძალა კიდევ შემწევს,
ბუშტებს კვალავ გაგიხეთქავ.

ისევ ვივლი გაჟღენთილი,
ლუდით,ღვინით,არყითაც,
და შანსი თუ კვლავ მომეცა,
მამაპაპურ ყანწითაც.

გამოვცლიდი წვეთ-წვეთებად,
რქაწითელს და ოჯალეშს,
მთის წვერიდან გადმოვიფრენ,
ჩავუფრენდი მომაფრენს.

აღარც თქვენი კვნესა მესმის,
აღარც თქვენი დიდება,
მთის წვერისკენ გაიხედეთ,
მთვრალი კაცი ფრინდება.

დაჩაგრული სიყვარულში,
დაჩაგრული ალერსში,
ცხოვრებითაც დაჩაგრული,
რომ მოკვდება ამ ლექსში.

მომაწოდეთ ყვავილები,
მუქები და ღიები,
ვარდები და შროშანები,
ანდაც ნაზი იები.

გაიღიმე გახალისდი,
გადაყარე დარდები,
ღმერთი მიყავრს და იცოდე,
შენც რომ შემიყვარდები.

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი