მე ოცნებები არა მქონია


მე ოცნებები არ მქონია საოცრად ნაზი,
ალბათ ღიმილმა დამიკარგა მე მისი ფასი,
არც მინანია კონად შეკრული ცოდვები ასი
და არც შემისვავს ცოდვიანი პირამდე თასი.

ღიმილი ჩემთვის არ ყოფილა ტკბილი საგზალი,
ტკივილმა ტანჯვით გამიკვალა გრძელი გზა-კვალი,
არ მინანია რომ ვიყავი ოდესღაც მარტო
მაგრამ ტკივილი კი დამაჩნდა საოცრად ფართო.

ბევრჯერ ვყოფილვარ გულ ნატკენი, ჩაფიქრებული
და ამ ფიქრებით სახე მქონდა გაფითრებული,
ცრემლნარევი და გულსკლავი ღიმილი მქონდა
ცრემლი თვალიდან კვლავ მმდიოდა და თითქოს თოვდა .

წვიმდა,წვეთები გაჰკიოდნენ ფანჯრის რაფაზე,
მე კი შიშისგან ყველა კარი რკინით ჩავრაზე,
ქუჩაში ხალხი ფეხაკრეფით გარბოდა ყველა,
მე კი წვიმაში დავინახე კვლავ ცისარტყელა.

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი