გინდა?
გინდა?ლექსები მოგიძღვნა? გრძნობებს ჩავღვრიდი შიგნით, ლექსით სიყვარულს აგიხსნი, შენთან გავჩნდები ფიქრით. გინდა?ლექსები მოგიძღვნა? შიგ ავურევდი ტკივილს, დაგანახებდი იმ გრძნობას, გული ახლა რომ ყვირის. გინდა?ლექსები მოგიძღვნა? რომ დაგანახებს დარდებს, მე ის ბიჭი ვარ რომელიც, გულით გჩუქნიდა ვარდებს. გინდა?ლექსები მოგიძღვნა? შავს რომ გიქცევდა თეთრად, ხელჩაკიდებულს რომ გვნახავს, მთელი სამყარო ერთად. გინდა?ლექსები მოგიძღვნა? რასაც ვერ ამბობს ენა, ასე დაღლილი რომ მნახავ და რომ მოგიწევს დევნა. გინდა?გავქრები უცბად, აღარ აგიმღვრევ ფიქრებს, და რომ დახუჭავ თვალებს, მე დაგიკოცნი თითებს. გინდა?ვიცი რომ გინდა, ნუ მემალები გამო მე შენ გასწავლი ლექსით, ხელი ჩამჭიდე წამო. შემოვიაროთ მთები, გავუთამამდეთ ღამეს, ერთად შევყუროთ ზეცას ლექსი ვუამბოთ მთვარეს. გინდააა? ☺️☺️☺️ გ.იაკობაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი