გადავწყვიტე
გადავწყვიტე სულ სხვაგვარად შემესწავლა სიყვარული, ამ ფიქრებით დაჩაგრულმა ეშმაკს ვუძღვენ ჩემი სული, არ ვიწამე არაფერი არ შევეხე არცერთ მცნებას, ახლაც მუდამ იმას ვფიქრობ,ჩემი გული როგორ ფეთქავს. არ მინდოდა მივყოლოდი დაწერილებს თეთრით შავზე, და არც ის არ მიფიქრია,გადავახტე ვინმეს თავზე, მე მინდოდა შემეცვალა სამყარო და შავი ფარსი, და უეცრად მეც დავკარგე სიყვარულის გრძნობის არსი. არ მინდოდა ის ამეხსა რაც ისედაც იცის ერმა, რომ წუხელის მთელი ღამე გადამადნო ცხარე ცრემლმა, არ გავამხელ მიზეზს ტანჯვის,არ დავუხრი თვალებს ტკივილს, სულ რომ ასე დავიტანჯო,ვერ შეამჩნევთ გულის წუხილს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი