კამათელი


,,კამათელი"

მე აღარასდროს განვმეორდები,
თურმე,პოეტებს ასე სჩვევიათ,
სიცოცხლე აქ მე ვერ შემაჩერებს,
სიკვდილის გარდა რა დამრჩენია.

შევანგრევ კარებს ვიტყვი:,,მოვედი"
ჩამომითვლიან ჩემს დანაშაულს,
მოეფინება ღიმილი უმალ,
ნაწამებ სახეს,ცრემლით დაშრამულს,

გადამივლიან მკრთალი ფერები,
სახეს დაეტყო კვლავ სიმწრის ოფლი,
ახალგაზრდობა სადღაც გამქრალა,
დამჭკნარ სახეზე გამოჩნდა ჭორფლი.

ალბათ მოვიდა დრო აღსასრულის,
როგორც პოეტებს,მეც ეს დამჩემდა,
და მომავალი დროის ისარი,
საუბედუროდ ადრე გაჩერდა.

ვიგრძენი დაღლა,მტანჯველი დარდი,
ახლა სარკეშიც ბებერი ვჩანდი,
ალბათ სიკვდილმა ჩამავლო კლანჭი,
კამათელი კი კვლავ გორავს... ,,ფანჯი"

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი