მომერევა ამღვრეული ფიქრები


,,მომერევა ამღვრეული ფიქრები"

მე სიცოცხლეს დედამიწას ვაჩუქებ,
მე ჩემ ღიმილს ქალს გავატან,საბედოს,
რაც დამრჩება გულს ვერ მოინადირებს,
თუმცა ღალატს ვერც იფიქრებს...გაბედოს...!!!

მომერევა ამღვრეული ფიქრები,
შენს სიყვარულს შევუფიცავ სალოცავს,
მე ჭეშმარიტს არაფერსაც არ ვეძებ,
მხოლოდ ღმერთი ზეციდან თუ დაგვლოცავს...

გაიხსნება ზეციური კარიბჭე,
მზის სხივები ითარეშებს გარშემო,
სიყვარულს და მთელ ცხოვრებას მოგიძღვნი,
თვალზე ცრემლი არასოდეს მაჩვენო...

დიახ ასე მეყვარები უზომოდ,
სიკვდილი რომ სასთუმალთან მახრჩობდეს,
დიახ მე შენ მეყვარები უზომოდ,
დაგპირდი და ეს სიტყვები გახსოვდეს!!!

მომერევა ამღვრეული ფიქრები,
შენს სიყვარულს შევუფიცავ სალოცავს,
მე ჭეშმარიტს არაფერსაც არ ვეძებ,
მხოლოდ ღმერთი ზეციდან თუ დაგვლოცავს...

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი