ღიმილი
,,ღიმილი" წლები მიდის...მიჰქრის წამი, კვლავ,უცვლელი რჩება გრძნობა, სათუთი და საალერსო, როგორც ალბათ შემოდგომა. უფერული ან ფერმკრთალი, ისე როგორც ჩემი ბედი, შენმა ცივმა უარმა კი როგოორ... მიმიყინა მკერდი. გულს არ უწევს დიდხანს ფეთქვა, აღარც ძალა შერჩათ ხელებს, მხოლოდ ლექსს თუ კვლავ დაგიწერს, ან თუ მუზაც გაიმეტებს. უბედური გამაცილებს, საუკუნედ მოსთქვამს წამი და სიბნელეს გაანათებს, ჩემი სახე მომღიმარი... ღიმილი კი როგორც ვიცით, სულ არსებობს ორი სახის, ერთი როცა გეღიმება, სიყვარულით გამომთბარი. ასე დიდხანს გეჩვენა აკაშკაშებს სიო მთვარეს, თითქოს ამბავს მოგიყვება, თუ მოუსმენ ჩუმად ღამეს. და მეორე როცა გტიკა, გული სევდით გაჟღენთილი, და ცრემლების ნაცვლად სახეს, ეფინება კვლავ ღიმილი. ამ დროს ყველაფერი გტიკავა, ვერ პოულობ ვერსად ადგილს, გული ტირის ცხარე ცრემლით, და ცრემლს ატან გულის ნაწილს. ასე დიდხანს ბოდიალობ, მოგაბეზრეს წლებმაც თავი და სიკვდილის სასთუმალზე, ტკბილად გეხუჭება თვალი. გ.იაკობაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი