მე თუ მოვკვდები ოცნებით


,,მე თუ მოვკვდები,ოცნებით"

მე,ვერ აგიხსნი გუშინწინ 
შენზე,რატომ ვთქვი უარი,
და ჩემი ჩანაფიქრები,
სიმართლე იყო თუ არი.

მე,შენს ოცნებებს გავყევი,
სულ გადავთელე გრნობები,
ახლა ჰორიზონტს გავყურებ
დაჰქრიან მოგონებები.

ღამე ვტანჯულობ ცოდვილი,
დილა დამყურებს მზიანი,
ვცდილობ ხმა მანდ მოგაწვდინო,
მერე, არ იყოს გვიანი.

ფოთლებს დავხედავ დაცვენილს,
თითქოს ტირიან ხეებიც,
მე,შენი სახე წინ მიდგას
შენი ლამაზი ხელებიც.

მომენატრები ძალიან,
გული გასკდება ოცნებით,
და თუ მოვკვდები იცოდე,
ჩემთან მოაღწევ ლოცვებით.

მხოლოდ,იმის თქმა შევძელი,
რაც,ვერ გითხარი გრძნობებით,
მეე,შენ და ჩვენს პატარასაც,
ზღვის პირას დაგელოდებით.

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი