მოვკვდი


,,მოვკვდი"

მოვკვდი,სიცოცხლე არარად მიღირს,
მოვკვდი,მე ასჯერ ანდაც ათასჯერ,
მოვკვდი,რამდენჯერ ამას ვინ მოსთვლის?
მოვკვდი,ტკივილით უკვე მრავალჯერ.

მოვკვდი,ვერ ავღწერ გული რომ მითრთის,
მოვკვდი,ცრემლები მომადგა თვალზე,
მოვკვდი,დაღლილი გაციებული,
მოვკვდი,ფერმკრთალი როცა დამმარხეს!

მოვკვდი,ვის ესმის ჩემი ძახილი?
მოვკვდი,ვინ შეცვლის ამ დახშულ სივრცეს,
მოვკვდი,ტკივილი სულში შემიძვრა,
მოვკვდი,დარდებმა ფეხქვე გამიგდეს.

და ასე ვკვდები წუთში ათასჯერ,
ჯოჯოხეთია ცხოვრება სრული,
არ მიწერია ალბათ სიკვდილი,
აქაც იგრძნობა ეს დასასრული.

მოვკვდი,სიცოცხლე არარად მიღირს,
მოვკვდი,მე ასჯერ ანდაც ათასჯერ,
მოვკვდი,რამდენჯერ ამას ვინ მოსთვლის?
მოვკვდი,ტკივილით უკვე მრავალჯერ.

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი