განშორება


ცის კაბადონზე მე ვინატრე თვალები შენი,
მე გამახსენდა ის პირუტყვი,უღმერთო წამი
მომიახლოვდა მარტოობა უგრძნობი შიში,
და ტკივილისგან განწირული კვლავ დავსამარდი.

შავი ზღვის ფსკერზე კვლავ ვიხილე სხეული ჩემი,
ოჰჰ... როგორ მწარედ მიმატოვა სათუთმა გრძნობამ,
თითქოს ძარღვებმა კვლავ შეიგრძნეს მძიმე წარსული,
ბოლო მოუღო ჩვენს სიყვარულს უგონო ბოდვამ...

თითქოს და გავქრი,აღარ ვჩანვარ მე შენს ლანდებში,
თითქოს და უცებ დამივიწყე,გავხდი უგემო,
არადა მახსოვს სიყვარულში როგორ დამნებდი
და რომ მითხარი,,ეგ ტუჩები უნდა ვიგემო"

დასტკბი?იგემე?ამ ტუჩების ტკბილი ამბორი?
დასტკბი?იფიქრე?როგორ მძულდა ის ერთი წამი,
როცა სიბრიყვე უნებურად გამოვამჟღავნე,
და ეჭვიანი ჩემს სიყვარულს ასე დავნებდი...

გადავიღალე,ვეღარ ვბედავ ვებრძოლო ტკივილს,
გადავიღალე აღარ შემწევს ძალა გაფრენის,
ტაჯვა,ტკვილი,დარდი,ჩივილი
და უშენობა დამებედა ღვთისგან დაწყევლილს!!!

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი