მე
მე,სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილვარ, მე,არ მდებია გულში ბოღმა,ანდაც სიგიჟე, მე,მხოლოდ გრძნობა,სიყვარული გადამდებია, ასე,ბრიყვულად შენს კიბესთან ჩუმად დავიცდი. დიახ,მე ბრიყვი,დაკარგული,უგზო ბიჭი ვარ, ემოციისგან გადაღლილი,ოდნავ უხეშიც, და,რა თქმა უნდა,ის ტკივილი თან რომ მომყვება, ზოგჯერ,იმასაც მირჩევნია,შენი ღიმილი. მე,მენატრება,ალბათ ისიც,რაც არ ყოფილა, მე,მენატრება შენი კოცნა,ტკბილი ამბორი, ლექსი დაიწყო,არ მთავრდება ეს ისტორია, და ეს შეკითხვა თუ კი გინდა,ისევ დამისვი. გიყვარვარ?მაშინ მოდი,ნუღარ მაწვალებ, გიყვარვარ?მაშინ მოდი,გახდი უძირო, და თუ ლექსები ამ სიყვარულს გააღატაკებს, მე,ჩემ სიცოცხლეს გავიმეტებ,უნდა ვიყვირო! მიყვარხარ!!!ისე როგორც არასდროს, მიყვარხარ!!!ძლიერ,თანაც უძიროდ, და თუ კი ვინმე,ჩემ ამ გრძნობას გააღატაკებს, ამის მიზეზი სიკვდილია,მხოლოდ უნიჭოდ. მე,სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილვარ, მე,არ მდებია გულში ბოღმა,ანდაც სიგიჟე, მე,მხოლოდ გრძნობა,სიყვარული გადამდებია, ასე,ბრიყვულად შენს კიბესთან ჩუმად დავიცდი. გ.იაკობაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი