ისევ წარსულის სევდა


და რა თქმა უნდა სევდა,
ისევ ჩამძახის ექო,
მე,ცრემლი მტკივა შენი,
წილად ტკივილი მერგო.

მე,გული მეწვის შენით,
მე,კვლავ არ მყოფნის ძალა,
და რაც არ უნდა მოხდეს,
ვერასდროს გეტყვი კმარა!

მე არ შემეძლო მეთქვა,
ის რაც დავმალე გუშინ,
დიახ,მე ისევ მტკივა,
მეწვის ღალატი გულში.

მე დრო სულ აღარ მყოფნის,
და არც მეყოფა ვიცი,
მე გამოვცვალე ბედი,
არ გამიტეხავს ფიცი.

შენ კი დამარხე გრძნობა,
შენ სულ წაშალე არსი,
მრავალჯერ შევცდი შენში,
ბევრჯერ მოგეცი შანსი.

მტკივა,რატო არ გესმის,
როგორ ვერ იგებ ამას,
მე,უძლური ვარ სუსტი,
შენ მე მაძლევდი ძალას.

მორჩა,ჩაბარდა წარსულს,
დარდი რომელიც მწვავდა,
მე ის დავკარგე შენში,
სიყვარულს როგორ ჰგავდა.

და რა თქმა უნდა სევდა,
ისევ ჩამძახის ექო,
მე,ცრემლი მტკივა შენი,
წილად ტკივილი მერგო.

გ.იაკობაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი