შევიშალე
მინდა ვხატო ყოველ ღამეს მთვარის უკან ვარსკვლავების ექო, ყოველ რიჟრაჟს დანამული ყვავილები ვკრეფო. შევიშლები როგორც მაშინ ლუციფერი ღმერთთან, მატყუარა მოძღვარი ვარ მოსაუბრე მრევლთან. შევიშალე როგორც იქნა აღარ ვეძებ ჯილას, სამოთხიდან მაძევებენ დამწუხრებულ დილას. ბუხარს უკან ნახშირიან ბავშვში ვიმალები, გამურული სახის მიღმა დამიწვრილდა ყვრიმალები. შეშლილები რიგიანად მივუყვებით ქუჩებს, დასვენებაც აღარ გვიწევს დორბლი მოსდის ტუჩებს. რას მიყურებ პასუხს ვეძებ ვეძებ საყრდენს ხიდის, დაშლილებშიც ვერ ვიპოვე ეს გზა ტაძრისაკენ მიდის. აზრს რა უდევს საფუძველი ტყუილია ყოველი, თუ მტყვანი ვარ მაშ სადაა სინათლის სხივს მოველი.! მეც მინდა რომ თეთრი მტრედი გამოფრინდეს ციდან, იორდანეს მივაკითხო მოვინათლო წმინდად. შევიშალე როგორც იქნა პასუხს ღრმად რომ ჩავწვდი, ღმერთის გზაზე საფეხურად შუაზე რომ გავწყდი .!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი