სამოთხის ფაქსი


მე ყოველ ღამეს მიქელასთან ღამეებს ვათევ
და დილას გახარებული თვალებს რომ ვახელ,
სიცოცხლეს მეტად ვაფასებ ვამჩნევ
დრო რომ ცოტა მაქვს არსად არ ვამხელ.

და როცა წავალ, გულის სიღრმეში
გახარებულიც ვიქნები ალბათ,
მაგარმ რაღას გავიგებ მაშინ
გულიც რომ ძგერას დაიწყებს ყალბად.

მე შეიძლება დამიტიროთ მაგრამ ესეც დროებით,
თან შეიძლება ისიც გამხადოთ ვინც არ ვიყავი
ცათ გამადიდოთ ვარსვკლავთ მოწყვეტით
გენიოსიოო , ჩემ ლექსებსაც ალბათ მოყვებით.

ეხლა ვიცი რასაც მეტყვით სიკვდილზე რას წერ?
სიყვრაულია, ოცნება, ფიქრში ღრუბლები თვალე,
წერე ამაზე,წერე ღვინოზე ქალებზეც რამე 
მაგრამ, ფიქრებში აღარ მასვენებს დედამიწიდან რომ წავალ მალე.

გარეგნულად ჯანსაღი იერით  არ მიჭირს არა
მხიარული, სიყვარულით სიცოცხლით სავსე,
და შინაგანად? თქვენ ხომ არ იცით ასე
როგორც მე ვიცი რას რას  დავემსგავსე. 

მე ყოველ ღამეს მიქელასთან ღამეებს ვათევ
და დილას გახარებული თვალებს რომ ვახელ,
არსად არ ვამბობ მიჯნურივით გიცავ სიკვდილო
ნუ გეშინია, დღესაც საიდუმლოდ არსად არ გამხელ.

და მე რომ წავალ მერე გავხდები ალბათ 
ეხლა ვინც მინდა რომ ვიყო მართლა,
და მე რომ წავალ მერე მიხვდები დედი
ფერადი სამყარო როგორ გამიფერმკრთალდა. 

და მე რომ წავალ და მართლაც რომ წავალ
ალბათ კარგია იქ რადგან აღარ ბრუნდებიან შინ,
და მეც დავრჩები მარად და მარად
თან გავიხსენებ რა როგორ იყო მაშინ.

მე ყოველ ღამე მიქელასთან ღაამეებს ვათევ
და ერთ დღეს თვალებს რომ ვეღარ ვახელ
მაშინ დავტოვებ დედამიწას სავარაუდო ტაქსით
ლექსებს სულ ყველას გამოგიგზავნით სამოთხის ფაქსით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი