ილია !!!


უბედური ხარ შენ ჩემო სამშობლოვ
ფურთხის ღიირსი ხარ და ეს შენი წილია
მე რა ვუთხარი იმ საქართველოს
სადაც ნაგავში ხარ ჩემო ილია !!
წარსულს ვივწყებთ გონება სუსტები
მომავლის იმედად გავჰყურებთ ჰორიზონტს
და არაფერი თან ყველაფერი 
როგორც კრუზოს და როგორც რობიზონს
ნაგავში ჩვენ ვართ ყელამდე
ნაგავში თავი გვაქვს თვითონ 
წარსულს ვაგრძელებთ ტრადიციებით
ეს ყველაფერი სუფრაზე ვითომ
ვინ იყო აკაკი გალაკტიონი
ვინ იყო ტიციანი და ილია
რატომ ვატარებთ უაზროდ აწმყოს
და ეს წარსული დავიწყებისთვის განკუთვნილია
ვინ ვიყავით და რეები გავხდით 
ვინ ვართ ეხლა და ვიქნებით მერე
ამდენ სიძნელეს რა ვუყოთ ერთად
საკუთარი თავიც რომ გადაიმტერე
უბედური ხარ ჩემო სამშობლოვ
უბედურია ის ვინც სხვისია
შენ არაფერი შენ არაფერი
საქართველო კი ფურთხის ღირსია!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი