არარად ყოფნა მერჩივნა
ბოროტებით სავსე სამყაროში სიკეთეს ვეძებ , ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ გავძლო მაგრამ ვერ ვძლებ, ვთელავ ყველა იმ გზას რაც უკვე გათელილია, ვუყურებ იმ მზეს რომელიც აღარ ამოვა, აღარ ამოვა ისეთი ულმობელი როგორიც უწინ. სწორად ვუყურებ მაგრამ დაბრეცილია, დაღრეცილია, ყველა ის აზრი რაც უფლისგან წამოვა, ვუყურებ ქალს, ერთ დროს მშვენიერს მაგრამ ვეღარ ვხედავ სიწმინდის ასლს, მასში დაბერებულა უბერებელი მათში, გაჩნდა სხვაობა ერთ დროს წმინდას ვუწოდეთ არარაობა, ბოროტებით სამყაროში, ბოროტებითვე ამაზზრზენად სიყვრალს ვზღუდავ ერთ ხელში ჯვარი მეორეთი უფლის ხმას ვგუდავ, როგორ ვუწოდო სიწმინდე ამას როცა,დავიწყებთ ერთმანეთს უაზროდ ჭამას,დავას არ უნდა ფიქრები ან მკვდარი , ანდა ცოცხალი ვიქნები როცა მესია გამოჩნდება საზღვარზე კარის, უნდა ვიწამო? უნდა ვუარვყო? გაგება ჭირს აზრის უფალმა მოგვიწყო თამაში ბლიცის, რას ფიქრობდა როგორ ფიქრობდა ეს ხომ არავინ იცის, რა უნდოდა ჩვენგა რისთვის გვშობა თუ უნდა გვეტანჯა, გვეჭამა და სული გადაგვერჩინა, ამ ყველაფერს ხომ უსახოდ ყოფა მერჩივნა, უაზროდ ყოფნა მერჩივნა, არარად ყოფნა მერჩივნა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი