ტიტები


მინდა ყველა რომ დამუნჯდეს 
ირგვლივ სიჩუმე ფასობდეს,
ადამიანის გაყიდვა
ოცდაათიდან ასობდეს.

მინდა ყველა რომ დაკოჭლდეს
გავბოროტდები ამაღამ
ხედავ რა მიქნა, ხედავ რა მიყო,
ბოროტების და სიმართლის დანახვამ.

არმინდა თავლით ვხედავდე
მინდა სიბნელეს ვუყურო,
არ მინდა რამეს ვისმენდე 
დღეიდან ვიქნები უყურო.

არ მინდა ხელები გამაჩნდეს
მინდა ხეიბრად გადვიქცე,
არ მინდა ყოფნა ქალაქში
სოფელში უნდა გავიქცე.

არ მინდა ფხიზლად ვიარო
მინდა დავლიო ღამამდე ,
სიმართლე შენთვის დამალე 
მე დიდი სიცრუე  გამანდე.

მე მინდა ქვესკნელში ჩავარდე 
და აღარასდროს გამოვჩნდე, 
ჯოჯოხეთიდან ოდესღაც
მინდა უფალთან აღმოვჩნდე 

ყველა ცოდვა მოვუყვე 
გული მთლიანად გავშალო,
მინდა ფიქრებში გამოვტყდე 
და ეს სიწმინდეც ჩავშალო.

მინდა გავიქცე ყველასგან
მინდა გავიქცე იქ სადაც,
ღრუბლები მიწას ერწყმოდეს
დრო რომ ყველაფერს გადასცდა.

მინდა რომ მყავდეს ფაშატი
მინდა ქარებს რომ გავუსწრო,
არ მინდა ბოლოს რომ ვიყო 
მინდა პირველმა ვაუწყო.

რომ, აღარაფერი გადარჩა
რაც შენ ოდესღაც შექმენი,
მზის სხივი სადღაც გადაქრა 
და შენს სახელს შენვე ერქმევი.

მინდა სიკვდილი ამაღამ,
მინდა ყინულის თითები,
მინდა აქედან გარდაცვლა,
შავი მიწა და ტიტები !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი