ნევერლენდი


არ გავხარ არავის 
და არც შენ გავხარ მას,
კესანიების სურნელი 
ასდის ლამაზმან თმას. 

არ გავხარ არავის 
და არც შენ გავხარ სხვას,
შენი თვალები მეტყველი
წაგავს მოლურჯო ზღვას.

ვერ გედრებიან თვეები 
მარტი, აპრილი, მაისი,
შენი ღიმილი მაგიჟებს
მაშტერებს როგორც დაისი.

შენი თითების მაგვარი
ნერგები არის ვარდების
ო, მათი შეხების მომენტი
და ამოფრქვევა განცდების.
 
შენი ტუჩების სიამე
თან მათზე ფიქრის მატება,
მათი მხურავლი შეგრძნება 
ტკბილი სურვილის ხატება.
 
შენზე უთქმელი სიტყვებით 
შენთვის იმღერეს მგოსნებმა,
შენს ტანზე თვალის დახუჭვის
შენი გულ მკერდის მოსმენა.

ჩემი ღარიბი სტროფები 
ჩემი ქოხია უჭერო,
ვის რაში ჭირდება აბა?!
ჩემი ფიქრები უშენო.

ზღვის ტალღებიდან მოსული
შენი სურნელი მეწვია,
ჩემი ლექსები შენდამი
ოქროში ერთი ბეწვია.

ცაში თოლია ნავარდობს
ზღვაში თევზების არმია, 
ჩემი ზღაპარი შენა ხარ 
ჩემი ოცნების ნარნია. 

ჩემთვის გაჩუქებ ნევერლენდს
მთვარისკენ უნდა გავჰყარო, 
ჩემი ფერიაც შენა ხარ
ჩემი ფიქრების სამყარო.

შენთვის არ ვიცი რას ვნიშნავ
და არც ის ვიცი რა მინდა,
ჩემი ოცნებაც პიტერ პენს 
და ნევერლენდისკენ გაფრინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი