ასე უბრალოდ


მე და შენ იმ სახლში ვიცხოვრებთ მარად-
საბნად მოგიქსოვ თიბათვის ნისლებს, 
ყველა რიჟრაჟზე ბინდისფერ ბარად
დაგიკრეფ ყვავილებს, გვირილებს ისნებს.
მზის ამოსვლისას ფინჯანი ჩაით 
შევეგებებით ყველა ალიონს,
დროს გავაჩერებთ ყველა წუთს, წამით 
რომ ჩვენზე შურით დღემ სული დალიოს...
საღამოს ბუხარს მივცემთ ჩვენს გრძნობებს"
რომ გაანათოს ცეცხლით სამყარო,
წიგნის თაროებს დამტვერილს მოვწმენდთ
რომ მთელი ღამე ფიქრში ჩავყაროთ.
მე და შენ იმ სახლში ვიცხოვებთ მარად
ყველასგან მოწყვეტით შორს და უკვალოდ,
მეზობლად ირმის ნუკრებიც კმარა
მე და შენ მარტოდ, უბრალოდ უბრალოდ.
მინდა რომ გრძნობებს ავყვეთ ყოველ დღე~
საბნად გვეხუროს ნოემბრის ზეცა,
მთელი სხეულით ისე მომენდე 
როგორც არასდროს, "შედევრი დნება".
ნოემბრის სუსხი გაყინავს თითებს 
თითებს რომელიც ასე თბილია, 
დეკემბრის ბოლოს ვიხილავთ ფიფქებს
ფიფქებს რომელიც დაცენტრილია
თოვლში ვიცეკვებთ ისეთ დაღლამდე
რომ ჩვენს ძარღვებში სისხლი გავყინოთ
მერე მივაღწევთ ხის თბილს სახლამდე
გაყინულ თითებს ფინჯნით გავილღობთ
მე და შენ იმ სახლში ვიცხოვრებთ, ნახავ-
ყველასგან მოწყვეტით შორს და უკვალოდ,
ყველა დღეს შენ სახეს პირისპირ ვნახავ-
სასწაულია ასე უბრალოდ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი