მაპატიე


მაპატიებს დრო , მის უაზროდ ფლანგვას
მაპატიებს წარსულს , ჩემს ურწმუნო ნარგავს
მაპატიებს ცოლი ღალატს , ის რომ არვის არ გავს
მაპატიებს სიცოცხლე , აზრს რომ ასე კარგავს
მაპატიებს რწმენა , ვერცხლს რომ ხარბად ხარჯავს
მაპატიებს ფუფუნება , ნება ჩემი მტანჯავს
მაპატიებს უფალი , რომ ვერ ვათრევ ამ ჯვარს 
მაპატიებს მეგობარო , შენზე ვიყრი ამ ჯავრს
მაპატიებს დრო , სიყვარულის მიტოვებას 
მაპატიებს სიყვარული , გულიცივობის ვნებას 
მაპიტიებს საყვარელი , ჩემს ბოროტულ ნებას
მაპატიებს თავმდაბლობა , რომ ვიფერებ ქებას
მაპატიებს ღელვა , ზღვის მდუმარედ დგომას
მაპატიებს გაზაფხული , სიყვარულის შემოდგომას
მაპატიებს მამა ძმა და დედა
დრო რომ ნელა ნაკუწ ნაკუწ მხევდა .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი