დარაბების გადაღმა


ოცნებების მორევში, უნიკალურ აბზაცებს
ღამით გარეთ წყვდიადში, ჩიხში ნახავთ განაჩენს
წარსული რომ სიკვდილის, შესახვედრად გამზადებს
ჩემი ლექსი ჩემიდან, ეგზემპლარად გადარჩეს.

ღმერთებისთვის ჯამბაზებს, დედამიწა წარადგენს
ადამიანს ცხვირებზე, უკეთებენ სანათებს
მორწმუნენმა რწმენისკენ, ნაბიჯები გადადგეს
ამ ყველაფერს ჩემისეულს, წინ წარვუძღობ ჩანართებს.

ბოჰემურმა ცხოვრება, შემიჭამა ნიჭები 
ყოველ დილას არაყი და თვითმფრინავის ბიჭები
ნელნელა რომ ცხოვრებაში, სულიერად იჭრები
საქმის ნაცვლად აქ, უნდა გახსნა კრიჭები

თავს ტყუილად ვიმშვიდებდი, ჩემი ბოლო მორგია
დარაბების მიღმა, ზებრები რომ მორბიან
ბაბილონის გოდოლი, თან მოვაწყოთ ორგია
უკვდავების საფასურად, რა გავიღოთ  დორიან?.

ჩაკეტილი ოთახის, კარის გასაღებია
მისამართი უცვლელი, ფასი გასაგებია
მოსავალი აგვისტოში, უკვე ასაღებია
სილამაზეს ნუ უყურებ, გარე ფასადებია. 

ღმერთის სიტყვის ნარჩენი, შეგვინახა ტაძარმა
სიმართლე და ტყუილი, გავარჩიოთ ძნელია
ყველაფერი იმსხვერპლა, შეიწირა ხანძარმა
მზის სხივები შემოგვრჩა, ისიც უკვე ბნელია.

გადავყევით უაზროდ, უაზრობის ნამქერალს
ბრძოლა ჩემთვის ცხოვრებაში, გასართობი ჰობია
ტანზე ჭუჭყი შემხმარი და ვერ ვიქრობ ნარქენალს
ჩემს ოთახში სიბინძურე, სინესტე და ობია.

დამიმოკლდა საგრძნობლად, ნაჩუქარი შარვალი
ერთმანეთში ირევიან, თავმოყვარე ლაქები
მეჩვევიან მწერები, ვირთხები მყავს მრავალი
ცხოვრება მაქვს მოკლედ, შესაშურად ნაქები.

ჩემი საცხოვრებლიდან, დარაბების  გადაღმა
რეალობის მოწმენი, თავადვე რომ ხდებიან
თავის კვალი დამატყო, ემოციით გადაღლამ
ჩემს მაგივრად სამოთხეში, იუდები ხვდებიან.

არ ვთაკილობ არაფერს, სამასირცხვოდ მცალია
საფერფლიდან გადმოდის, "ბიჩოკების" არმია
ჩაცმას რომ დავაპირებ, ფეხსაცმელი ცალია
სულ ფეხებზე მკიდია, მთავარი რომ შარმია.

ბოთლები მაქვს იმდენი, მთელ მსოფლიოს მივწერდი 
დახეული ჯინსების, "დარხეული" თაობები
დედამიწა ვერ უძლებს, ჩემს ხერხემალს მივცემდი
ბოლოს ასე უღებენ, მსგავსი არარაობები.

გარე უბნის ბომჟებთან, წამაწყდებით მარტივად
გამხმარ პურზე გადასმული, ეჭვიანი ფიქრებით
დედამიწას სხვაგვარად, ვევლინები არწივად
როცა გინდათ იკითხეთ, ჩვენ სულ აქვე ვიქნებით.

მალე მოვა ზამთარი, უბუროტოდ ქილიკებს
ჩემი მოკლე შარვალი, ვეღარ უძლებს სიცივეს
დაყინულან ფოთლები, შემოდგომის ბილიკებს
ჩემს სიკვდილზე ვიღაცა, გულიანად იცინებს.

ყველაფერი სრულდება, ტყუილია სამყოფი
წუთისოფლის ვერაგი, თვალები ვერ ატირე
არაფერი არ გვიშველის, არც სამოთხის ნაყოფი
ჩემი უამბიციო, დედაც იქვე ვატირე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი