შემოდგომა
ქალაქში იგრძნობა ფერთა სხვადასხვაობა ცაში სურნელი შემოდგომის და სიყვითლე მკვეთრი, სასწაულია გიყვარდეს ღმერთი, თან გერქვას არარაობა მე მის სიმშვიდეს და სისპეტაკეს, მთელი ცხოვრებით ვეტრფი. პირველი წვიმა შეშურდებოდა თვით რომანტიკას მეორედ მიუძღვნიდა ბერგმენი ბუნებას სონეტს, შემოდგომის აზნაური გააოცებს რომს, ვატიკანს და მეორედ და მეორედ განამცვიფრებს პეიზაჟი მონეს. ღამით მთვარე გაიხსენებს გალაკტიონს ფოთოლ ცვენა გააგიჟებს წლეურ ქარებს, დუქნიებიდან სინატიფით ააჟღერებთ აკარდიონს და მინდვრები დაზაფრული, აამღერებს ჭალებს. მზის სხივები დააკლდება დედამიწას ყურძნის მტევნებს შეიფერებს მევენახე, შემოდგომის უნახავი დღე დამიწვავს ვეძებე და შენზე კარგი თვე ვერ ვნახე. ეხლა ფიქრად მეოცნებე ხელში მომცა გუაშები კონად კონად ფერთა გამებს შემოდგომად შევკრავდი, ოქროს ყანებს თავთავებით დავუხატე ულვაშები და ნალიას გადავსებულს, ზარებს შემოვრეკავდი. ოქროს ფოთლებს ხეივანში გაუმართავთ ტაშფანდური შემოდგომას ეგებება თვეთა შორის ლორდი, ზაფხული რომ აღარ არის გვერდზე არის გაბადრული წელიწადი შენ გელოდი, ეხლა ძლივსღა ვცხონდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი