Je t'aime


ღამის გათენებას მოსდევს დეპრესია,
კვამლით გაჟღენთილან კალმის ნაფიქრები,
ჩემს ლექს წაიკითხავთ მადამ ესპესია
შეგრცხვებათ და მერე, გაფითრდებით.
ბერეტებით, შარფებით და დამბაჩებით 
მაშინებენ ყალბი ვითომ ჯელტმენები,
გაღლეტილი პოეტები ვეღარ გადავრჩებით,
მე თქვენ მაგიჟებთ და ეხლაც ფიქრში გეფერებით,
გწერთ და ხვალე ამ დროს უკვე დუელია 
დამბაჩა კი ჟანგმა დამიძველა,
ჩემს გადარჩენას გადაეცით, ნუ ელიან.
ეპოქამ მე დამიწერა ბედი გაიძვერა.
თქვენს ხელსახოცს დღემდე შარფათ დავატარებ
სიკვდილისთვის, ჩემს თავს თქვენთვის მე ვიმეტებ,
მართალია სიკვდილსაც რომ უთქვენოდ გავატარებ
ტყვიას სიტყვად შევხვდებდი და ამომხდება, Je t'aime...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი