დუმან ქუჩები


ქუჩები დადუმებული,
ფანტავდა ძველად ჟრიამული სიჩუმეს,
წლებმა გასუსვა ისურვეს,
ნეტავ წამით დავიბრუნებდე იმ წუთებს,
მაგრამ ახლა გვიანია ის რაც გვინანია,
მონატრება მტკინვეული იმიერის,
მონატრება ვინმიერის,
ჩამოურეცხავს ღამის საათები წვიმას,
დილას ცისარტყელა გადადის ყირას,
გაუწევია მონადირეს ტყის პირას,
ვერ მოუშლი მდევარს,
ლეშისაკენ ბილიკის თელვას, 
დილიდან ბრძოლა უმკურნებელ წყევლას,
მომნატრებია მეგობრები რომ გვითენებია ერთად ყველას,
მომნატრებია ჩემი ქუჩები 
მოვივლიდით ყველას,
მომნატრებია იმ სიყვარულთან ამბორი და ტრფიალება, 
რომელიც ახლა სადღაც შორს იმალება,
მენატრება მოპარული ვაშლები,
მინდა ოცნებაა სადაც ვრჩებით ბავშვები.

                                              
გ.ქ6

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი