ფერთაცვალება
ახლა ძლიერ ჩანს ფერთაცვალება ნათელის ბნელში ზმანება, თბილის ცივში გარდაცვალება, სევიდან მკრთალ თვალთ ხალისის წამება, დაიარება ამგვარად ხალხი, თანაც დაჰყვებათ თავისებურად თალხი, მენატრება სიკეთე სადაც ბოროტებამ დაისადგურა, იქ სადაც ახლობელმა კარი დახურა, იქ სადაც შვილმა დედა ატირა, იქ სადაც მამამ შვილი ობლად გაწირა, იქ სადაც ძმამ ძმა ჩაძირა, მენატრება სიკეთე კვლავ მომღიმარი ხალხი, მეოცნებედ დავხეტიალობ დამმჩნევია მგონი მეც თალხი, მაგრამ ჩემში არ კვდება იმედი, ბნელს ხომ სინათლე ამარცხებს, მოღრუბლულ გულებში მზე რომ მაინც ანათებს. გ.ქ6
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი