ღამე
მიყვარს ღამე მასში რაღაც მხიბლავს, საათებს ვთელავთ, განთიადს ვღელავთ, გაჟღენთილია კედლები თუთუნის სუნით, დამწყვდეული ვარ გულით, დავნავარდობ ცის კამარაზე სულით, მიყვარს ღამე როცა ყველას ძინავს და სამყარო დუმს, მაცდიან თავისუფლად ბოდიალის წუთს, მიყვარს ღამე, ჩიხს რომ მინათებს მთვარე, მე ღამით ვცოცხლობ, დღისით რახანია გარდავიცვალე, მიყვარს ღამე მასში რაღაც მხიბლავს და საიდუმლო დღისთვის არ მითქვამს. გ.ქ6
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი