სიყვარულის ბაღი
სახელს დავირქმევ შენს მეფედ, დედოფალს გიწოდებ შენ. ცარიელ სამეფოს კარებს გაგიღებ, არაფრად წოდებულს დღეს. სიყვარულს გაჩუქებ, დავიწყებთ, დავთესავთ სხვადასხვა ყვავილის ნერგს. ნელ-ნელა ამოვა, მზე როცა გამოვა, და გადაიქცევა ხედ. ნაკადულს მოვადენ, შენ ოღონდ მომანდე რამოდენიმე დღე. მე მოვრწყავ ყველა ფიქრს, შენს გულში მონაბერს, შენც ნუ დააყოვნებ ბევრს. არ შევუშინდები, შენ თუკი გჭირდები, შევმუსრავ ხმლით ყველა მტერს. ხელში ატაცებულს სიყვარულს გიამბობ, ლექსებსაც მოგიძღვნი ბევრს. შენით გატაცებულს სულს მიფორიაქებს სხვებისთვის მკურნალი მზეც. ზღაპარი მთავრდება, წუთებს ვშლი წამებად, წამებს კი გავატან მტვერს. სიყვარულის ბაღს, აქ ქცეულს წამებად, იმ ქვეყნად მოგიძღვნი მეც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი