დოქის ნათქვამი
თიხის დოქად გადაქცეულს, რომ არ გამყვეს საფიქრალი, გთხოვ, რომ ჩემთან მოირბინო, გახდე ჩემი საფიცარი. რაგინდ ბევრი თავს ვაძალო და ვუმღერო რამდიდარი, ღამით სევდა მორეული, შენზე ფიქრით ვარ მდიდარი. ვერ ამავსებ სიყვარულით, ვით ზღვას წყალი ჩამდინარი, ვერ წაუვა ამ მწველ გრძნობას ვერც ღარიბი, ვერც მდიდარი. იცი? ბევრად მარტივია, რომ გადავდო საუბარი, მთვარის შუქზე სიყვარულს ვგრძნობ, დაუკარით, დაუკარით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი