იღე ყურად


იღე ყურად,
ძველებურად
ნათქვამი ეს სიტყვა ძმურად,
და უფრთხილდი შენთვის ვისაც
სიკეთე არ უდევს გულად.

ცხვრის ტყავს კბილი მოუსინჯე 
ე, მანდ არ დაგიხვდეს მგლურად;
არ განანოს გაწეული
საქმე შენგან ქმნული ძმურად.

არ მოგადოს დანა ყელზე
გალესილი ვაჟკაცურად.
დღეს სიმართალს ვინ დაეძებს 
შერაცხული არის კრულვად.

ზოგს სინდისი სავაჭროზე
გაუყიდავს ოქრო-ფულად,
ზოგსაც თავის ციხე-კოშკში
ჩაუკეტავს ცხრაკლიტულად.

ზოგს ენა აქვს ალესილი,
სხვებთან იწერს შენით ქულას;
თავისი თუ გაიტანა,
ხმით შესძახებს: „ვაშა-ურას!“

იღე ყურად,
ძველებურად
ნათქვამი ეს სიტყვა ძმურად,
და უფრთხილდი შენთვის ვისაც
სიკეთე არ უდევს გულად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი