წასვლა
წასვლა ყოველ დილით ვესალმები ალიონს, სურვილი მაქვს, რომ შევეშვა ყალიონს, არ მინდა რომ ღვინომ აზრი არიოს, მაგრამ როგორ, ის ხომ ვინმემ უნდა დალიოს. ვხვდები, როგორც გემის უჟმურ კაპიტანს, ეკიპაჟი მალე ვეღარ ამიტანს, გარეთ გავალ, სული სხეულს ვერ იტანს, კარში ვდგავარ, გოლსაც არვინ გამიტანს. ხიდზე მივალ, უცებ გალა შევნიშნე, ნასვამი ვარ, ნუთუ ეგ ვერ შენიშნე?! და როდესაც მეფემ ვეზირს მომიხმო, მაშინ მივხვდი, სიკვდილმა რომ მომისწრო. ჯოჯოხეთის კარსაც აღარ აღებენ, აქ მოსულსაც არსად რომ არ მიღებენ, ფიქრნი ისევ, ესე ჩუმად მიხმობენ, შე საბრალოვ, ისევ ჩაგაძაღლებენ ! აჰა, როგორც იქნა დამიძახეს მეკობრეს, ვიხედები, გვერდით ვხედავ მეომრებს, ვაკვირდები, ერთი ვერ სცნობს მეორეს, მართალია, აქ რა უნდა მეგობრებს... გ. კიკვაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი