რაჭას
აქ რაჭის ქედზე ამოსულს მხვდება, წითელ-ყვითელი ფოთლები წიფლის, აქაურობაც თითქოს რომ ხვდება ან რა მაწუხებს, ანდა რა მიჭირს. წვერზედ ასული საბშობლოს შევყურებ, აქეთ ცხრაჯვარი, იქეთ კიდე ვინ მოთვლის ტაძარს, გაოგნებული მთების შემყურე, სულის ხსნას ვეძებ, ვპოულობ წამალს. თავსხმა წვიმისას სურნელი მიწის, ხმაური სისხლის რომ შეგაწუხებს, ჩემი გონება სულ სადღაც მიქრის ალბათ იქ ცაში ძლიერ იქუხებს. ქვემოთ ჩამოსულს შაორი მვხვდება, თითქოს ცას ფსკერზე დაუდევს ბინა. ამის შემყურე ყველა მიხვდება რომ ელოდება მთავარი წინა. ნიკორწმინდში ვიხილე ძალა, მას უხილავსაც ჰყვარობდა გალა..., თავს გამიარა პირჯვრის წერისას... უფალს სწირავენ - დაველოდები ბოლო წერტილსაც. ბარში ჩასულს კი ყველგან მომესმის, ბარაკონს მიდი გაგიგონია?! ღვთისმშობლის სახელს ასე ჰყვარობდნენ, აქამდე არსად გამიგონია .... გ.კიკვაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი