მაინც გიპოვე


მაინც გიპოვე, სად არ გეძებე,
შენ ჩემი სულის დავანება ხარ,
საკუთარ თავშიც ბევრი ვეძებე,
შენ ჩემი თავის აღმოჩენაც  ხარ.

მე ავიშენე შენში საყდარი,
სანთელი ჩვენი არც კი კრთებოდა,
ისეთი იყო ჩვენი ტაძარი,
ალბათ იუდაც რომ ცხონდებოდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი