გაქრი შენ მოვკვდი მე
მარტო არა მიგდებული და დავიწყებული, ამბობენ ცხოვრება უფრო სწორედ მისი მონაკვეთი ანუ დრო უფასურია, ვერაფერი გადაფარსვს მას, ვერ იყიდი, მაგრამ ჩუქება შეგიძლია, ვჩუქნიდი მას ჩემ დროს იმდენს რომ ცალკე მონაკვეთად იქცა, დროც წამართვა და აზრიც დაიკავა, ცხოვრება დავუთმე მან კი შემომხედა დატკბა და ბოლოს უსიტყვოდ წავიდა, უსიტყვოდ ესაა ყველაზე მწარე, იგი მოულოდნელ სიკვდილს გავს, მაგრამ სასაცილო ისაა, რომ შეხვედრის პირველი წუთიდანვე ვიცოდი, ვიცოდი თუ რა დანელებული მოქმედების მექანიზმი იყავი, მაგრამ, როგორც მწეველი ან ნარკომანი, რომლებმაც იციან თუ რა სისულელეს ჩადიან მაინც აგრძელებენ იმ იმედით, რომ რამდენიმე წელიწადზე მეტს გაძლებენ ან სრულიად უვნებელნი დარჩებიან თანაკომპანიონებისგან განსხვავებით, მეც მოვიტყუე თავი, გაქრი შენ მოვკვდი მე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი