უსმენ დაჰყურებ
უსმენ დაჰყურებ გგონია სიმართლეს შიგ ჩაყურებ, იმფორმაციას ირგვლივ უყურებ ? არა რას ამბობ თავი ერთ მხარესაა მიბმული, მაგრამ ტრიალებს იგი და მასთან ერთად ეს ბმული, ერი შემაძულეს, მითხრეს ეს ყოველი და ხო მაიძულეს, რატომ გავხდი ბანაკი ? რატომ გაჩნდა საზღვარი ? ამოიწურა ჩემი მოთმენის მარაგი, აზრი არ აქვს ძალა არა აქვს, მარტო მხოლოდ თუ მისი დაჭერის მექანიზმი ჩართო, წავიკითხე რა არის თავისუფლება, მითხრეს უფლებას შეგიზღუდავთ, გეტყვით რაარის ცუდი, ვინაა ყაჩაღი და ქურდი, სამოთხეშიც ღმერთმაც ცრუ თავისუფლებით დაგვაჯილოდოვა, ხოლო ბოლოს მაინც ვაშლი ჩვენში აღმოჩნდა, გაგვაძევეს თავისუფლება ვპოვეთ, გრძნობებს აკონტროლებს მხოლოდ ჩემი მე, სასაცილოა, რომ დღეს საჭესთან ვიღაც სხვაა არ ვიცით ვინაა ბნელია ბნელი, თითქოსდა ახლოსაა, ესეც მისი აზრია, რადგან იგი უკვე მსოფლიოს გარს შემოეხვია, დავრჩით ჩვენ, ზოგი შეცდომა არცერთ მხარეს არ ვღებულობთ, მარტო ვართ ცოტანი, როგორ დაგეხმაროთ ვერ ვგებულობთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი