ერთ დროს
იბრძვის იბრძვის მოსვენება არა ჩანს, ზოგჯერ შეისვენებს, წააგებს, მაგრამ იბრძვის კვდება, ქრისტესავით აღსდგება და მისი სჯერა, სისხლის ეს მიდამო სულ უფრო ფართოა, იქ მეომარი სულ მარტოა, წვეთავს სისხლი თითიდან, დაჭრილია იგი ხელში, არ ერევა მაინც მისი მტერი, როგორი წყნარი და ნაზიც არ უნდა იყოს მტერი სულ მტრად რჩება, იგი სულ ჰორიზონტზე გამოჩნდება, დაჭრილის აზრი ერთია, როგორ ფუჭად არ მიაგდოს მისი ბოლო წამი და დაამატოს გამარჯვების სიმღერას თავისი ბანი, ხო და მოკვდა დაიცალა, სხეული მისი ბეჩავი დაამცირეს როგორც სულ, მაგრამ აღსდგება იგი ისევ ერთ დღეს, თუ არ გჯერა კითხე ყოველივე ბრძენს, ნუ თუ ჯოჯოხეთია, რათ მინდა ეს ყოველივე არ მსურს მეტი ბრძოლა, ბოლო არის ერთი, მოდი არ ავდგები, ვეგდები ვიქნები დასაცინი, ხოლო ფორმასისხლიან სხეულს ექაჩება სათუთი, რბილი სუფთა არსება, სხეულს უცებ ახსენდება, რომ ბრძოლის ველზე სულ, რატომ ეშვება, ევედრება ვერ ტოვებს, თურმე ბრძოლის ველზე მას არავინ ტოვებს, იცავს იგი პატარა ქორებს, ამავდროულად თავის თავს წირავს ყორნებს, იმედია ერთ დროს იგი თავისუფლებას ჰპოვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი