მოითმინე ხვალამდის
დაუჯერე ჩემ ტყუილს, არავინაა დაბადებული ბედნიერებისთვის, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან ხვალვე მოვკვდები, სიცარიელეს მივანდობ ჩემდაუნებურად ჩემ თავს, ისიც შენ გგავს, ისიც არაფერია, რაც არუნდა სდიო თუნდაც შენი თავი მიართვა იგივე სტატისტიკურ მდგომარეობაში რჩება, ხოლმე უნებლიე, დავიწყებული უკვე, მეხსიერების ტაძარში თვალში მომხვდები, არვიცი იმედია თუ რა ჯანდაბა, არ მიეცემი დავიწყებას, სიცარიელე თუ ხარ მაშ გაქრი გამანებე თავი, ხო ხვალვე გაქრები ჩემთან ერთად დავიწყებას მიეცემი, რადგან მარტო მე გატარე შენ, მარტო მე სულელმა ვცადე სიცარიელეს შევხებოდი, საბოლოოდ მაინც მან წამიღო, ჩემთან ერთად ბოლო უნდა მოგიღო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი