აულესელ დანას დავემსგავსე
აულესელ დანას დავემსგავსე უხეში არაფრის მაქნისი, ვერავის ვერაფერს მოვუტან გარდა სიბრაზისა და იმედგაცრუებისა. სალესი ქვა ? ხო მან ეგ თქვა სრულიად მართლი ხარ, მეტაფორა ლამაზია, მე კი გკითხავ თუ რა ქნარია, რათ გინდა ვის ატყუებ, უკუნეთმა გადაწონა, მაგრამ იცოდე პატარას დაუმარცხებია, არ გაბედო. რა ვქნა ვიცი მჩხვლეტელი გავხდი, არ მეგონა თუ მას ვგავდი. ნუ თუ სიბნელეში ყურებამ მონსტრად გამხადა, მითხრეს პირველი შენ სინათლეს იხილავო... შავი ლუმენი. ეხხ რა ვქნა ახლა ვის ან რას მივმართო ნუ თუ შორს უნდა გავემართო ? ვიხილო ჭეშმარიტება, ან თუნდაც მისი ჩემი სიბნელის მხილება, გაგება თუ რა უნდა ვინაა, რატომაა ასე დაჩაგრული, რომ მეც კი მავნებს ოღონდ ბრაზი მოირჩინოს, გონში კუთხეში მიდებული ელოდება თავის ჟამს, არც სხეული არც მე, თავისი თავიც არ ეცოდება. მინდა რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო, ვიცი შეუძლებელია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა უკეთ ყოფილიყო მოწყობილი ეს სპეკტაკლი, რათქმაუნდა ჩემი დადგმული დეკორაციის გარდა, ყველას თვალწინ გამართული მის ცენტრში კი დაგას ვიღაც დაჩაგრული, არსება რომელიცაა სრული, ამვდროულად დაბნეული და ზედმეტად ჩუმი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი