ჩაფლული კითხვა


შემოქმედი დამპირდა ძალას,რადგან სურდა ჩემი გამარჯვების ხილვა,იგი სიზმრად გამომეცხადა ბრძოლის წინ,სიტყვაც კი არ წამომცდენია ვიცოდი ეს ლოცვებზე მოსული პასუხი იყო და ვიქეცი სმენად.
-გამარჯვება გსურს?
-....
-გამარჯვებას არ გიბოძავ მის მისაღწევ ინსტრუმენტს მოგცემ.
-ძალასა და გამძლეობას
დაე გავახილე თვალი ბრძოლის დღეს კითხვა მქონდა ერთი იგი თუ ღმერთია წყვდიადიდან რას მეჩურჩულებოდა და თავში გაიელვა აზრმა"ღირსი არიყავ მისი ხილვისა" შემდგომ არც კი მიფიქრია წყვდიადზე.
დადგა ბრძოლის წინა ჟამი ვიგრძენ მე ენერგია რომელიც არა ამქვეყნიურ იყო გამარჯვებისა იმედი კი არა არამედ სურვილი გამიჩნდა,ციხესიმაგრის კედლები და მასზე მდგარი მეომრები არაფრად მომეჩვენა,თვალი დავხუჭე,ხოლო გახელისას უკვე შიგ ავღმოჩნდი ხელში დასისხლიანებული ხმალი,რომელიც მე არ მეკუთვნოდა....ხელი წავაცალე...აქეთ ზურგში დამჭრეს...ქალი მოვკალი... მშვილდოსანს თავი წავაცალე...ჩვილი ვისროლე...გავახილე თვალი ისევ იმ საშინელების მოლოდინში რაც წამის განმავლობაში ვიხილე.
-სად ვარ ? 
-ვ..ვერ ვმოძრაობ 
-ს..სს..სად მიგყავართ ბრიყვებო!
-რატომ ტირიხართ? 
-ტაძარი? რათ მიმათრევთ იქ! მკვდა..
-...
-მოვკვდი? მაშ სადაა ღვთიური სამართალი სადაა ღმერთი? 
უკვე 14  წელია რაც აქ ვარ მიწაში მიგდებული უფრო სწორედ 14 წლის შემდგომ თვლა მივატოვე.
მაინც ვინ გამომეცხადა იმ ღამეს ესღა არ მასვენებს. 
‌                           თავი ||
დადრწის ამ ქვეყნად სიკვდილი,მას უკვე დიდი ხანია თვალში ჩაუქრა აწმყოსადმი ინტერესი,მერამდენე სულია მას სთხოვს გადარჩენას იგი უკვე ასცდა იმ გამაოგნებელ ციფრებს,რომლებსაც იტევდა მისი თავის ქალა,ყველაფერი იცველება იმ მომენტში,როდესაც იგი სხეულს პოულობს.
-ადექი რას აგდიხარ გასასვლელი დიდი ხანია გათხრილია ხმალიც კი წაგაცალეს
სხეულს ყურადღებაც კი არ მიუქცევია მასში იმედის სხივი დიდ ხანს ჩამქრალიყო.
-დამპალო ტყავიღა შეგრჩენია ხო და ეგდე აქ ხოლო მე ჩემ წყვდიადს დავუბრუნდები 
სხეული აფორიაქდა წყვდიადის გაგონებისას 
- შენ ხარ ის! ხო აშკარაა სიზმარი შენ მომირთე შენ მომატყუე
სიკვდილს წამიც კი არ დასჭირვებია იმის გასაგებად თუ რაში იყო საქმე.
-ღმერთი? ტვინიც არ შეგრჩენია რით ვერ გაიგე,რომ ღმერთი შენ ხარ ლოცულობდი,ფიქრობდი,გეშინოდა,გიყვარდა და ეს შენ იყავი შენ თავს ეხმარებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე,რით ვერ გაიაზრე ღმერთი ყველა ცოცხალ არსებაშია ხოლო მე მის ნაწილაკებს ვაგროვებ,რომლებიც ოდესღაც ცოცხალს ეკუთვნოდა,რისთვის იტყვი,ეგ მეც არ მახსოვს.
ამ სიტყვებმა ჩაფლულ სხეულს შოკი მოჰკიდა 
-აბა ვინ იყო იმ სიბნელეში ვის სურდა ეს ყველაფერი 
სიკვდილი- შენ რათქმაუნდა,სხეულიც რომ ნელა იხრწნება შენი სურვილია სასაცილოა ღმერთმა თავისი თავი გაწირა.
-....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი