თავისუფლება ისევ რთულია


მე ხომ მხოლოდ გულწრფელი ვარ,
იმას ვამბობ რასაც ფიქრში,
არ გეგონოს მისწრებს ენა,
კიდევ ვაკლებ, საზღვრებს ვიქმნი.

რთულია თქვა: იყოს ნება!
სიტყვებს უნდა ბევრი ფილტრი,
რამე აზრს რომ ვიტყოდე და
არ ისმოდეს, იყოს ფიცი.

ჩემგან მხოლოდ სიმართლეა,
ნათელს ბნელად ვერ შევიქმნი,
შენი მსგავსი მხოლოდ დღეა,
და ამ დღეში, მზე ხარ ვიცი.

მითხარ, როგორ!? თავს რა ხდება,
როცა გიყურებ და მიღიმს,
ნუთუ მართლა ის დრო დგება,
როცა ყველაფრის თქმა გიმძიმს.

თავისუფლად სიტყვის წერა?
თითქოს თევზი წყალში იხრჩვის,
როგორ ავხსნა, მეც არ მჯერა,
თითქოს რაღაც შიშთან იბრძვი.

შენ ხომ გამორჩეული ხარ,
შენი მზერით და ღიმილით,
ტყვეობაში მტოვებ ღმერთთან,
ის კი მუდამ, შენს თავს მიხსნის.

რომ გიყურებ, "ეს რას ვხედავ?"
მესმის სიტყვა სადღაც შიგნით,
გული ჩქარა იწყებს ღელვას,
რაღაცის თქმა სურს, ხომ ვიცი.

ახლოს ყოფნა, თვალში ცქერა,
შენი სულის ხედვის მიზნით,
ეს მსურს, ხოდა ვიწყებ სმენას,
ვართ თუ არა იმ ერთ რითმში.

ერთის თქმა მსურს, ახლაც ვღელავ,
შენზე ფიქრს, თან ახლავს შიში,
იმიტომ რომ ერთი მზე ხარ,
რომ არ ჩაქვრე ამას ვიბრძვი.

რადგან მსგავსი სინაზე ხარ,
ანგელოზიც შურს რომ იტყვის,
ასეთს ლამაზს, ასეთს მზერას,
ვერ შეხვდები ვერსად, იცი?

რომ ხედავდე როგორც გხედავ,
ალბათ თვალებს გამიცვლიდი,
დაივლიდი სარკით ყველგან,
და სიბნელეს ნათლად ქმნიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი