მე ხომ არ ვჩანვარ ..


მე ხომ არ ვჩანვარ
არ ვეძებ ნიავს,
არც სიმარტოვეს არვუღებ კარებს,
ამ წუთისოფლის მოწყენილ სტუმარს
რა დამრჩენია გავიღო რამე.

თუნდაც გრძნობები ავსახე ლამის
არვნატრობ სხვის სულში დავსახლდე ღამე,
"მინდა გავუსწრო დროის სიბნელეს"
შემოდგომისას მოვწყვიტო მთვარე.

რომელიც ასე, მაცდურად მიხმობს
მითბობს ათასჯერ დაღვრემილ თვალებს,
მე იმ წუთების გავლენას ვიხმობ!
როცა წუთები უდრიდა წამებს.

თითქოს მანიშნებს გონება რთული,
ვდგავარ ზღვის პირას ჩრდილოეთს გაღმა,
მიახლოვდება აჩრდილი სული!
ფიქრებს მივყავდი უფსკრულის ზღვართან.

სუნთქვა შეკრული ვუცქერდი მთვარეს,
მის სიმყუდროვეს ვარღვევდი ხარბად,
რადგან სხეულში მელანქოლიამ
გამიადვილა დროების აღქმა.

მიყვარდა ქალი!
მეგზური ვპოვე,
ჩემი სათქმელი აღვწერე მასში,
ის იდუმალი გრძნობების ვნება
მე სამუდამოდ შევუშვი ნავში.

ის გაქრა ბოლოს
სევდის დასასრულს
მუდამ იმსხვრევა ისტორიები,
რომანტიზებულ გრძნობას შეეხო 
ილუზიური ფანატიზმები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი