წლები სამარეა, სული ვეღარ ითმენს! ..


წლები სამარეა, სული ვეღარ ითმენს!
რადგან მარტივია ცოდვის დაბადება,
ხალხის მოთმინება თითზე დათვლილია
ბოღმით ირონიას არაქვს გამართლება.

"ბერთა მდუმარება ისევ ჭკვიანია"
რადგან ცხოვრებაა ტანჯვით არსებული,
ქმნიან სისუფთავით კუთვნილ ეკლესიას,
მუდამ უფალია მათში სიყვარული.

რადგან რწმენის ძალა ისევ მდიდარია
მინდა გარეთ იყოს მუდამ ქრისტიანი,
ზოგი გამწირავი ისევ ფრთიანია,
მაგრამ მომავალი არის საწინდარი.

რომ უფლის შვილებს
სევდა ვერ დაამხობს,
ყველა გადარჩება ბოლო სიკვდილამდე,
მინდა შევეფეთო წმინდა სიდიადეს
ფრთები არწივების მუდამ დაგვაფარებს.

რადგან სიძლიერე რწმენის ასპექტშია,
ბევრჯერ სიმართლისთვის ცხონდა საქართველო,
მაგრამ ყრუ მონობა,
ისევ ცბიერია
დღესაც ტაძრის გზაზე ძინავს საქართველოს.

არვარ პატრიოტი მთელი არსებობით,
მაგრამ გული მტკივა
ხალხთა სევდისაგან,
რატომ არგანაღვლებთ კაცის გასაჭირი
რითი განასხვავებთ თქვენ თავს სხვებისაგან.

ყველა უბრალოა,
მტვრისგან წარმოქმნილი
ნეტავ როგორ ბადებთ სულში ბოროტებას,
რადგან სიბნელეა თქვეში დამპყრობელი!
ყველა თვითონ ვიქმნით ცოდვილ ბედისწერას.

ასე უსასრულოდ ქრება სიყვარული,
მალე ისწრაფება ზეცით ამაღლება!
დღეს ხომ ხშირი გახდა ხალხთა აჯანყება,
მე მწამს უფლის გზაზე კაცი დაფასდება.

ლოცვით დავასრულე ჩემი აღსარება,
"სულში უნახება ჩემი კონვერტები"
მინდა დავასრულო ჩემი ქადაგება,
უკვე შემოდგომის ფოთლებს მოვექცევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი