ნუ კლავთ სიცოცხლეს!
გლოვა გააღვიძეთ ცოდვილ ჩოჩოხეთში, სადაც დაიმონა ბოღმამ სოციუმი წინასიტყვაობა ცხადად მდუმარეა, ხალხთა ნაკვალევი რწმენით მოსისხლული. სულში ანგელოზი მაშინ იბადება როცა წმინდა ლოცვით ნათელს ახანგრძლივებ, მაგრამ ბოროტება ცბიერ ძლიერია, ხალხი ილუზიით წვდება პირამიდებს. როგორ კლავთ! ხანმოკლე სიცოცხლეს მარტივად, "ჩვენ წუთისოფელს აკლია ფერები" როგორც წმინდანი ვერცოცხლობს უღმერთოდ, ქართველებს მოსწყვიტეს ძირძველი ფესვები. "მიწის სიღრმიდან ხელებს გვიწვდიან" იღვწიან პირნათლად მლოცველი ბერები, რომ ჩვენ სრულყოფას სევდა არ შეეხოს დადიან, დაძრწიან, ბავშვების მკვლელები. რისი გწამთ! რატომ გძულთ რისთვის კლავთ საცოდავ, უმანკო სიცოცხლეს, ზურგსუკან საგზალი ისედაც დიდია "ბოლო ჟამს უფალი საწადელს გვიბოძებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი