სიყვარული ხომ ცბიერი მუზაა ..


სიყვარული ხომ ცბიერი მუზაა,
რომელიც ვერაფენს დროთა ქარიშხალს
ის მხოლოდ სულში მცურავი ღუზაა,
ფიქრებს რომ მივანდობთ გულის საზიარს.

შევმოსე გონების მცირე ნაწილი!
სადაც სიყვარულს ეძებდა ცდუნება,
სევდას მივანდე დიდი მანძილი
ჩემში ცხოვრობდა შენი ბუნება.

"ვაკურთხე სულში მდუმარე ფესვი"
შევეხე გრძნობას დაშლილს, ნატკივარს,
და შევამჩნიე ცრემლთა დუმილი
მოულოდნელი პაემანისას.

მიიპყრო გულმა ცხარე იარა
სადაც ატირდა უწინათ გოგო!
ეს მოხდა მარტის უწყინარ დილას,
და ჩამეხუტა ის ქუჩის ბოლოს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი